თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კვლავ მოიპოვა ISAGO-ს სერტიფიკატი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ მართავს კვლავ წარმატებით გაიარა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აუდიტი და მოიპოვა სერტიფიკატი ISAGO, რომელიც ადასტურებს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს IATA-სგან აღნიშნული აღიარება უკვე ჰქონდა, თუმცა რესერტიფიცირების აუდიტის წარმატებით გავლის შემდეგ მისი ვადა გახანგრძლივდა. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
„ტავ ჯორჯია“ უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს, მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს და მისი პრიორიტეტი მგზავრებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზებაა. ISAGO-ს სერტიფიკატი მნიშვნელოვანია სწორედ მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების დასადასტურებლად, რაც დადებითად ისახება აეროპორტის საერთაშორისო რეპუტაციაზე და ამაღლებს ნდობას ავიაკომპანიების მხრიდან, რომლებიც უკვე ოპერირებენ ან დაინტერესებულნი არიან ქვეყნის მთავარ აეროპორტში ოპერირებით.
ახალი სერტიფიკატი IATA-სგან ტავ ჯორჯიას გუნდს 2025 წლის ოქტომბერში გადაეცემა და მისი ვადა 2 წლით განისაზღვრება.