ლევან მაჭავარიანი – გიორგი გაბიტაშვილი სერიოზულ როლს შეასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში

„გიორგი გაბიტაშვილი სერიოზულ როლს შეასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მყარი პოზიციები, რაც კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით გვიჭირავს, უფრო გაუმჯობესდება.

„ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ რამდენიმე წელში საქართველო ტოპ სამ ქვეყანაში უნდა იყოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ უწყების გაძლიერებაც ამას ემსახურება. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში გაბიტაშვილი სერიოზულ როლს შეასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში. ის მყარი პოზიციები, რაც კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით გვიჭირავს, კიდევ უფრო გაუმჯობესდება და საზოგადოებას ვპირდებით, რომ საქართველო კორუფციის შემცირების თვალსაზრისით სამეულში იქნება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა გიორგი გაბიტაშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა. გაბიტაშვილი აქამდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები