გია ვოლსკი – გიორგი გაბიტაშვილს მნიშვნელოვანი და სერიოზული წვლილი მოუძღვის კორუფციასთან ბრძოლის საქმეში

„გიორგი გაბიტაშვილი წარმატებული ხელმძღვანელი იქნება აუდიტის სამსახურშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახურს არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს, განსაკუთრებით პარლამენტის წინაშე.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეიტინგები აქვთ სახელმწიფოებს კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. საქართველო ყოველთვის იყო და არის მოწინავეთა შორის ამ წარმატებულ ბრძოლაში. გიორგი გაბიტაშვილს ამაში მნიშვნელოვანი და სერიოზული წვლილი მიუძღვის. ეს მაჩვენებლები მისი საქმიანობის ეფექტურობაზე მეტყველებს. აუდიტის სამსახურს არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს, განსაკუთრებით პარლამენტის წინაშე. წარმატებული გაბიტაშვილი წარმატებული ხელმძღვანელი იქნება აუდიტის სამსახურშიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა გიორგი გაბიტაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა. გაბიტაშვილი აქამდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები