ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები