ირაკლი ზარქუა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მათთან შეუძლიათ კომუნიკაცია და არა რაღაც კულუარებში – ნუ ართულებენ ურთიერთობებს

,,ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაც მათ შეუძლიათ კომუნიკაცია და არა რაღაც კულუარებში – ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ზარქუას თქმით, მზად არიან საქართველო აშშ-სთან ურთიერთობის პოზიტიურ რელსზე გადავიდეს.

„ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ ელჩს სურს, რაიმე პოზიცია გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები. ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს. წინა ადმინისტრაციის დროს, ისედაც  ჩიხში შეიყვანა [ურთიერთობები] იმ არასწორმა პოლიტიკამ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ, რომ პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს [ურთიერთობები] და მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ,” – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები