პორტუგალიის რესპუბლიკაში, საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ პორტუგალიის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას რწმუნებათა სიგელები გადასცა

პორტუგალიის რესპუბლიკაში, საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ, პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელო რებელო დე სოუზას რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში, ბელემის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ავრცელებს.

მათივე ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდგომ პორტუგალიის პრეზიდენტისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს მის მომავალ საქმიანობაში.

“თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა დაადასტურა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების სურვილი და მზაობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.

პორტუგალიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, ბელემის ეროვნული სასახლის ეზოში გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომლის დროსაც სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები