ტრამპი კანადას “ოქროს გუმბათის” სანაცვლოდ, 51-ე შტატად გახდომას სთავაზობს – კანადა შეთავაზებას უარყოფს

თუ კანადას სურს “ოქროს გუმბათის” ნაწილი იყოს, მას შეუძლია გადაიხადოს, ან შეიძლება გახდეს აშშ-ის შტატი და უფასოდ მიიღოს იგი,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ამერიკის ლიდერმა, კანადის თავდაცვის ხარჯები გააკრიტიკა. მან ივარაუდა, რომ კანადას მომავალი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ აშშ-ის სისტემაში ფინანსური საშუალებებით ან პოლიტიკური გაერთიანებით შეუძლია.

„კანადას, რომელსაც ძალიან სურს ჩვენი შესანიშნავი „ოქროს გუმბათის“ სისტემის ნაწილი გახდეს, ვუთხარი, რომ 61 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ, თუ ისინი ცალკე, მაგრამ უთანასწორო ერად დარჩებიან. თუმცა, ნული დოლარი დაუჯდებათ, თუ ისინი ჩვენი საყვარელი 51-ე შტატი გახდებიან!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

კანადა უარყოფს ტრამპის უფასო შეთავაზებას, შეუერთდეს „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, როგორც აშშ-ის 51-ე შტატს.

„კანადა ამაყი, დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ აპირებს თავისი სუვერენიტეტის დათმობას“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისმა.

ცნობისთვის, „ოქროს გუმბათი“ აშშ-ის მიერ შემოთავაზებული სარაკეტო თავდაცვის სისტემაა, რომელიც ამერიკის სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცავს და რომლის სავარაუდო ღირებულება 175 მილიარდ აშშ დოლარამდეა. ტრამპი აცხადებს, რომ სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება სამ წელიწადში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები