გალში დაკავებულები დახმარებას ითხოვენ

 

   გალის რაიონში დაკავებულების ოჯახის წევრები, ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ. როგორც დაკავებულთა ახლობლები აცხადებენ, ერთ-ერთი დაკავებული ლევან ბუღაშვილი, ოჯახს დღეს პირველად დაუკავშირდა და იმ მდგომარეობის შესახებ უამბო, რომელშიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, პატიმრები მძიმე პირობებში არიან, არ აქვთ საკვები და არ ეძლევათ ადვოკატის აყვანის უფლება.
შეგახსენებთ, რომ ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოს მცხოვრებნი: ლევან ბუღაშვილი და ზაალ შვანგირაძე გალის რაიონში თხილის საკრეფად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ოჯახმა მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 6 დღის შემდეგ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები