დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დონეცკსა და ლუგანსკში მებრძოლ მოხალისეებს დახვდნენ

ცხინვალში დონეცკსა და ლუგანსკში წასულ და იქ მებრძოლ მოხალისეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. დონბასიდან ცხინვალში დაახლოებით 40 ახალგაზრდა დაბრუნდა. მოხალისეების, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელების და საზოგადოების შეხვედრა სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში გაიმართა. საზეიმო დახვედრაზე რუსი პოლიტოლოგი სერგეი კურგინიანიც იმყოფებოდა, რომელიც მუდმივად ეკონტაქტებოდა მოხალისეებს. სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა მოხალისემ განაცხადა, რომ ისინი უფროსებს პატიებას სთხოვენ, რომ მათი დადებითი შეფასების გარეშე ომში წავიდნენ.
„ჩვენ – ყველანი უკრაინაში წავედით ისე, რომ არავის არაფერი ვუთხარით. მაგრამ არც ერთხელ არ შეგვირცხვენია ოსი ადამიანის სახელი და ღირსება“, – აღნიშნა მოხალისემ.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ლეონიდ თიბილოვმა კი განაცხადა, რომ მას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ „ოსი ბიჭები დონბასის მცხოვრებლების უბედურებას გამოეხმაურებოდნენ. ისინი ხომ 21-ე საუკუნეში ფაშიზმის გამოვლინებას შეერკინნენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები