ოკუპანტების მიერ დაკავებული 35 წლის იმედა ბერიანიძე გათავისუფლებულია

ოკუპანტების მიერ სამი დღის წინ დაკავებული 35 წლის იმედა ბერიანიძე გათავისუფლებულია.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ის გუშინ გვიან ღამით სახლში პოლიციამ მიიყვანა.
მათთვის უცნობია, თუ ვინ დაეხმარა იმედა ბერიანიძეს გათავისუფლებაში, რადგან მათ არც ჯარიმა გადაუხდიათ და როგორც გაარკვიეს, ცხინვალში სასამართლო პროცესი არ გამართულა. შეგახსენებთ, რომ იმედა ბერიანიძე საქონლის მწყემსვის დროს სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 12 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები