ფლორიდის სანაპიროებთან ნავი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

აშშ-ში, ფლორიდაში, სენტ-ლუსი ინლეტთან ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც დაიღუპა 1 ადამიანი.

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვა ხუთ უგზო-უკვლოდ დაკარგულს ეძებს, 4-ის გადარჩენა კი მოახერხეს.

ერთ-ერთმა გადარჩენილმა თქვა, რომ გემი პარასკევს ჩაიძირა.

მარტინის ოლქის სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წყლიდან გამოყვანილი ოთხი გადარჩენილიდან სამს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიში არ იყო.

დაკარგული ხუთი მგზავრის ძებნა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები