ზაზა დობორჯგინიძე: თურქეთი კონკურენტული ავტორიტარიზმიდან, სადაც თეორიულად ოპოზიციას გამარჯვება შეეძლო და თვითმმართველობის არჩევნებში იგებდა კიდეც, გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში

“თურქეთი კონკურენტული ავტორიტარიზმიდან, სადაც თეორიულად ოპოზიციას გამარჯვება შეეძლო და თვითმმართველობის არჩევნებში იგებდა კიდეც, გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში”,- ამის შესახებ, პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მთავარი კონკურენტი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ჰქონდა, დააკავეს.

ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა. არც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციებს, არავინ საუბრობს დემოკრატიის უკუსვლაზე, ევროკომისიის განცხადებები მხოლოდ ფორმალური მოწოდებებით შემოიფარგლა, რომ თურქეთმა კარგი იქნება დემოკრატიული სტანდარტები დაიცვას. ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიის სერიოზული ტრადიცია ჰქონდა, მაგრამ ახლა სეკულარიზმიც ჩამოიშალა, სამოქალაქო საზოგადოებაც გაანადგურა, მედიაც კონტროლის ქვეშაა, სასამართლოც და ბოლოს, ოპოზიციის მთავარი ლიდერიც დააპატიმრეს.

ერდოღანმა მომენტი იდეალურად შეარჩია. ევროპას თურქეთი სჭირდება როგორც ნატოს მეორე არმია და მიგრანტთა ტალღების შემაკავებელი ბუფერი. ამას ემატება უკრაინის ომი და ტრამპთან დაკავშირებული გაურკვევლობაც, რის ფონზეც დასავლეთს რეაგირებისთვის არც სურვილი აქვს და არც დრო”,- წერს დობორჯგინიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები