სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძლიერმა მიწისძვრამ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა

ომით განადგურებული მიანმარის ცენტრში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც შენობების ნგრევა გამოიწვია რეგიონის მასშტაბით და ბევრი ადამიანი დაიღუპა, რადგან ტაილანდის ხელისუფლებამ დედაქალაქ ბანგკოკი “საგანგებო ზონად” გამოაცხადა,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბიძგები ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ შორეულ და მთიან იუნანის პროვინციაში საზღვარზეც კი იგრძნობოდა.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოაცხადა “საგანგებო ზონა” ბანგკოკში მას შემდეგ, რაც მიწისძვრამ გამოიწვია მშენებარე მაღალსართულიანი შენობის ჩამონგრევა ქალაქის ჩატუჩაკის პარკთან, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა.

როგორც მედია იუწყება, სამაშველო ეკიპაჟები შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი 81 ადამიანის გასათავისუფლებლად იბრძვიან.

”სახელმწიფო სწრაფად გამოიძიებს სიტუაციას და ჩაატარებს სამაშველო ოპერაციებს ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად”,- აცხადებენ ოფიციალური წარმომადგენლები.

როგორც მედია ვარაუდობს, მსხვერპლი, სავარაუდოდ, 100 ადამიანს აღწევს, თუმცა ოფიციალურად ინფორმაცია არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები