კანადის პრემიერ-მინისტრი: აშშ აღარ არის სანდო პარტნიორი
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადამ მკვეთრად უნდა შეამციროს დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე, მისი ქვეყნის სამხრეთ მეზობელთან მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე.
მინისტრის თქმით, აშშ კანადის მხრიდან სანდო პარტნიორად აღარ განიხილება.
„ნათელია, რომ აშშ აღარ არის სანდო პარტნიორი. შესაძლოა, ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების გზით ჩვენ ნდობის ელემენტს აღვადგენთ, მაგრამ უკვე უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს“, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ კარნის კომენტარები შეესაბამება სხვა კანადელი პოლიტიკოსების განცხადებებს სავაჭრო ომის განმავლობაში.
„ჩვენ საკუთარი სავაჭრო ურთიერთობების ორიენტაციის შეცვლა სხვა ქვეყნებზე მოგვიწევს, და ჩვენ ისეთი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგვიწევს, რომელიც ადრე მრავალ თაობებს არ ენახათ“, – დასძინა კარნიმ.
კარნი პირობას დებს, რომ „საპასუხო სავაჭრო მოქმედებებს“ განახორციელებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნაწილებზე ბოლო ტარიფების საპასუხოდ.