პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში კომისია გენერალ მამუკა ყურაშვილს უსმენს.
კომისია დღეს ასევე მოუსმენს კონფლიქტების რეგულირების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას, 2004-2006 წლებში გიორგი ხაინდრავას მოადგილე გიორგი ვოლსკის და ირაკლი ბათიაშვილს.