გოგონამ თავისი ბოიფრენდი იბიცაზე უცნაური მაისურით გაუშვა
ახალგაზრდა წყვილი 24 წლის ლეონ კონოლი და 20 წლის ები ბარტლეტი ერთად უკვე 6 წელია ცხოვრობენ. ამ ხნის მანძილზე მათ საერთო შვილი – ჰარლიც გაუჩნდათ , რომელიც უკვე 5 წლისაა. ლეონს შესაძლებლობა მიეცა თავისი შვებულება იბიცაზე გაეტარებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ებიმ ვერ მოახერხა წასვლა. დარდობდა რა იმ ფაქტს, რომ თავის სატრფოს იბიცაზე მყოფი სექსუალური გოგონები აცდუნებდნენ, ებიმ ერთი პირობით გაუშვა ლეონი. მას იბიცაზე მუდმივად უნდა სცმოდა ების დამზადებული მაისური.
„მე მიყვარს ჩემი გოგონები და მძულს იბიცაზე მყოფი ყველა გოგონა. გთხოვთ ჩემგან შორს დაიჭირეთ თავი“, – სწორედ ეს ეწერა ების დამზადებულ მაისურზე. იმისთვის რომ კონკურენტებისათვის სრულიად გაექრო ლეონის „ცდუნების“ სურვილი, ებიმ მაისურზე ერთობლივი რომანტიკული ფოტოებიც განათავსა.