ლავროვმა ბჟანიას “სპეცოპერაციაში” მონაწილე მებრძოლების ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
რუსული მხარე მადლობას უხდის “აფხაზეთს უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე” მებრძოლებისთვის რეგულარული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სოჭში, ასლან ბჟანიასთან შეხვედრის დაწყების წინ თქვა.
„მინდა, გამოვხატო მადლიერება უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებისთვის რეგულარულად გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს დახმარება ნამდვილად დაეხმარება რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლებში ასახული შედეგის მიღწევას“, – განაცხადა ლავროვმა.