საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო კომიტეტებში, დელეგაციებსა და დროებით კომისიაში კვოტების განსაზღვრის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის კომიტეტებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ახალი პოლიტიკური ჯგუფის, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის” შექმნამ აღნიშნული ცვლილებების განხორციელების და კვოტების დამატების საჭიროება გამოიწვია.

„ჩვენ შევეცადეთ, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფის შემოსვლით ისე მომხდარიყო კვოტების გადანაწილება და წევრების დამატება, რომ ცვლილება არ შეხებოდა არც ერთ უკვე მოქმედ პოლიტიკურ ფრაქციას თუ ჯგუფს. მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობა არის ორ ან ოთხკაციანი, უფრაქციო პარლამენტის წევრები პარლამენტის 16 კომიტეტს ვერ ავსებენ. აქედან გამომდინარე, არის საშუალება, რომ ამ ახალი პოლიტიკური ჯგუფისთვისაც, როგორც კომიტეტებში, ასევე საპარლამენტო დელეგაციებში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში მოძებნილიყო ადგილები”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს სხდომაზე წარმოდგენილ შესაბამის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები