სირიის უდაბნოს უცნაური ნახატები

ალბათ, ყველას სმენია ნასკას მთიანი პლატოს უცნაური ნახატების შესახებ, სადაც უძველესი გეოგლიფებია გამოსახული, თუმცა ახლო აღმოსავლეთშიც არა ერთი უცნაური ქვის გამოსახულება არსებობს, რომელთა ასაკი და წარმომავლობა დღემდე დაუდგენელია. მათ რიცხვს ეკუთვნის ე.წ. ბორბლები, რომლებიც სირიის და საუდის არაბეთის უდაბნოში მდებარეობს.
ისინი პირველად 1920 წელს დაინახეს, როდესაც პირველმა თვითმფრინავმა აღნიშნულ რეგიონებს გადაუფრინა. არქეოლოგთა განმარტებით, უცნაური ,,ბორბლების“ დეტალურად გარჩევა 30-40 მეტრი სიმაღლიდან არის შესაძლებელია. ქვაში ამოტვიფრული წრეების წარმომავლობის შესახებ უამრავი ვერსია გამოითქვა. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს უძველესი ნაგებობების ან სასაფლაოების ნაწილია, ზოგის აზრით კი, ეს წმინდა სარიტუალო გეოგლიფებია, რომელთა ასაკი ძვ.წ. აღ 3500-3300 წლებით თარიღდება.

10668726_741626825903280_1498823841_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები