შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებას ვთხოვ, გავიხსენოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ პროექტი, ასევე, გაიხსენონ აქტორები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კანონის მიღების ჩაშლაში, სად მიდის უცხოური დაფინანსება დღეს ვნახეთ
„საზოგადოებას ვთხოვ, გავიხსენოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ პროექტი და, ასევე, გაიხსენონ აქტორები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კანონის მიღების ჩაშლაში, რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ მიეღოთ, საზოგადოებას ეცოდინებოდა, სად მიდის უცხოური დაფინანსება.
”სად მიდის უცხოური დაფინანსება. დღეს ვნახეთ, სად მიდის უცხოური დაფინანსება. ვინაიდან არ გვაქვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალე სისტემა, ისეთი, როგორიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამას საზოგადოება ვერ იგებს, ამის გაგება გვიწევს სუს-ის სპეციალური გამოძიების მიხედვით. ჩვენ რომ ის კანონი მიგვეღო, დღეს საზოგადოებას უკვე ზუსტად ეცოდინებოდა, რომ არსებობს ასეთი სახის ღონისძიებები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნიდან ფინანსდება. მაშინდელი ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა ქართველ ხალხს სწორედ ამ ინფორმაციის მიღების უფლება ჩამოართვეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.