ერაყის პრემიერმინისტრმა, მოჰამედ შია ალ-სუდანიმ, ნინევეში მომხდარი ხანძრის შემდეგ, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ერაყს სამძიმრის წერილებს მეზობელი სახელმწიფოები უგზავნიან.
ამავდროულად, მედია წერს, რომ საქორწილო დარბაზში გაჩენილ ხანძარს სიძე და პატარძალი გადაურჩნენ. თუმცა, როგორც მედიას მათმა ნათესავმა უთხრა, ისინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
როგორც ტელეკომპანია Rudaw-ს საავადმყოფოში ხანძარს ერთ-ერთმა გადარჩენილმა უამბო, წყვილი საცეკვაოდ გავიდა და ამისთვის “რაღაც აანთეს, რამაც ხანძარი გამოიწვია”.