ბლინკენმა ალიევთან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბლინკენმა ალიევს რეგიონში შემდგომი საომარი მოქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობის შესახებ განუცხადა.
„დღეს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პრეზიდენტ ალიევთან და ხაზი გაუსვა გადაუდებელ აუცილებლობას შეწყვიტოს შემდგომი საომარი მოქმედებები, უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უპირობო დაცვა და გადაადგილების თავისუფლება და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა მთიან ყარაბაღში“, – განაცხადა მილერმა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, ალიევმა თავის მხრივ დაარწმუნა, რომ სამომავლოდ სამხედრო ქმედება არ იქნება.
„და ჩვენ ველით, რომ იგი შეასრულებს ამ დაპირებას. მან ასევე თქვა, რომ მიიღებს სადამკვირვებლო მისიას და ჩვენ ველით, რომ იგი შეასრულებს ამას“, – დასძინა მილერმა.