მედვედევი აცხადებს, რომ ნატოსთან კონფლიქტის ალბათობა იზრდება
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ კიევისთვის Abrams-ის ტანკების მიწოდება, ასევე, შორი რადიუსის რაკეტების გადაცემის დაპირება ნიშნავს იმას, რომ რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი კონფლიქტის ალბათობა სულ უფრო იზრდება.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
მედვედევის თქმით, კიევისთვის “აბრამსის” ტანკების გადაცემა, შორი მანძილის Army Tactical Missile System-ის ტიპის რაკეტების გადაცემის დაპირება, ასევე, “ნაცისტებთან კანადური ცხოველების დაძმობილება პრემიერმინისტრ ტრუდოს ხელმძღვანელობით თავიანთ პარლამენტში”, ნიშნავს იმას, რომ რუსეთ-ნატოს შორის ადგილზე პირდაპირი კონფლიქტი დაიწყოს.
“ნატოსთან, რომელიც ღიად ფაშისტურ ბლოკად გადაიქცა, ჰიტლერის ღერძის მსგავსად, თუმცა, უფრო დიდი მასშტაბის. ჩვენ მზად ვართ, თუმცა, შედეგს კაცობრიობისთვის გაცილებით დიდი ფასით მივაღწევთ, ვიდრე 1945 წელს…”, – დაწერა მედვედევმა.