იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

იტალიური კინოს ლეგენდა სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია. 89 წლის მსახიობი შვეიცარიაში, საკუთარ სახლში დაეცა.

ლორენის წარმომადგენლებმა ინციდენტი გამოცემა People-თან დაადასტურეს.

მათი თქმით, მსახიობი 25 სექტემბერს აბაზანაში დაეცა და ბარძაყისა და მენჯის ძვლის მოტეხილობები მიიღო. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმები ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს ოპტიმისტურად აფასებენ.

იტალიელი ვარსკვლავის დაცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 24 სექტემბერს მისი რესტორნების ქსელის „ინსტაგრამის“ გვერდზეც გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები