სომხეთში დღეს აშშ-ის ადმინისტრაციის დელეგაციას ელოდებიან

სომხეთში დღეს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩავლენ.

ამის შესახებ Reuters-ი ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს.

მოსალოდნელია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, იური კიმის ვიზიტი.

პაუერი შეხვდება სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს და “დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ვალდებულებას მთიანი ყარაბაღიდან მომდინარე ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისადმი”.

მაღალჩინოსნის თქმით, პაუერი იქნება USAID-ის პირველი ადმინისტრატორი, რომელიც სომხეთს ეწვევა და კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის პარტნიორობას.

„აშშ ღრმად არის შეშფოთებული მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ ცნობებით და მოუწოდებს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და კომერციული ტრანსპორტის შეუფერხებლად წვდომისკენ“, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები