“ლოთი”, “გკოცნი” – კრეატიული სანომრე ნიშნები საქართველოში (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1 სექტემბერს ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო. ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, როგორც ფორმით და დაიზაინით, ისე დამცავი მექანიზმებით, რომელიც გათვალისწინებული იყო ასოცირიების ხელშეკრულებით და ევროდირექტივის მიხედვით. ავტომობილების მფლობელებს შორის ახალმა სანომრე ნიშნებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამას მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებთან არსებული გრძელი რიგებიც მოწმობს. ქუჩებში უკვე გამოჩნდა ახალი სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები, მათ შორის განსაკუთრებულად თვალშისაცემია ავტომობილები, რომელთა სანომრე ნიშნების კომბინაცია კონკრეტულ გზავნილს ან სახასიათო სიტყვას შეიცავს. “კვირა“ რამდენიმე ასეთი ნომრის მქონე ავტომობილის ფოტოს გთავაზობთ: