მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 680-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი კი 2 500-ს აღემატება.
6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ატლასის მთებში, მარაკეშის სამხრეთ-დასავლეთით მოხდა.
დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
გაეროს შეფასებით, სტიქიის შედეგად რეგიონში 300 000 ადამიანი დაზარალდა. ბევრ მათგანს უკვე მესამე ღამეა გარეთ სძინავს.