ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი ე.წ. სუს-ის უფროსი ჰყავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თემურ აჰიბა დანიშნა.
მის მოადგილედ ზაან ხვარწკია დანიშნეს.
თემურ აჰიბა ე.წ.სუს-ის უფროსის მოვალეობას 13 ივნისიდან მას შემდეგ ასრულებდა, რაც პოსტი რობერტ კიუტმა დატოვა. თავის მხრივ, კიუტი ე.წ.შს მინისტრად დაინიშნა.