გინების სარეკორდო მაჩვენებლით „უოლ-სტრიტის მგელი“ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
გინესის რეკორდების წიგნში შოუ-ბიზნესის ახალი სარეკორდო მონაცემები შევიდა. ფილმი „უოლ-სტრიტის მგელი“ გინესის რეკორდების წიგნში უჩვეულო მდიდარი უცენზურო ლექსიკის წყალობით შევიდა. როგორც გაირკვა, კინოს ისტორიაში არცერთი ფილმის გმირები არ იგინებიან ისე ჭარბად, როგორც კორსეზეს ფილმის პერსონაჟები. სტატისტიკის თანახმად, ფილმში „უოლ-სტრიტის მგელი“ წუთში საშუალოდ ოთხი უცენზურო სიტყვა წარმოითქმება.
გინესის რეკორდების წიგნში ასევე მოხვდა პოპულარული სერიალი „სამეფო კარის თამაშები“, რომელიც კინო პირატობის ყველაზე დიდ მსხვერპლად აღიარეს. როგორც გაირკვა, „სამეფო კარის თამაშები“ მსოფლიო რეკორდსმენია უკანონოდ გადმოწერის კუთხით. მხოლოდ პორტალ „E!Online“-ზე სერიალის თითოეული ეპიზოდის საშუალოდ 6 მილიონი გადმოწერა ხდება.
გინესის რეკორდების წიგნში სკანდალურად ცნობილი მომღერალი მაილი საირუსიც მოხვდა. როგორც გაირკვა, მომღერალი ინტერნეტ საძიებლებში „ყველაზე ძიებადი“ სელებრითი ყოფილა.
რეკორდების წიგნს შეუერთდა კიდევ ერთი მომღერალი, მასში კოლუმბიელი მომღერალი შაკირა ფეისბუქში „ლაიქების“ და გამომწერების სარეკორდო მაჩვენებლით შევიდა.