ბჟანია მოსკოვში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რომელიც ამჟამად მოსკოვში ე.წ. სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ბჟანიას პრესსამსახური იტყობინება. „წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტს აღენიშნება უროლიტიზის გამწვავება, ხოლო მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ასლან ბჟანია ყველა საჭირო გამოკვლევას გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები