“სამხრეთ ოსეთი რუსეთზე დიდ იმედებს ამყარებს, რომ მოხდება მის შემადგენლობაში შესვლა” – ალან ტადტაევი

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი სპიკერი და პარტია “ერთიანი ოსეთის” თავმჯდომარე, ალან ტადტაევი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანებასთან დაკავშირებით დიდ იმედებს ამყარებს, რადგან ჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ერთიანი ხალხია, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტის” განუცხადა.

ტადტაევის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე “საქართველოს თავდასხმიდან და რუსეთის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარებიდან” 15 წლის შემდეგ, ე.წ. რესპუბლიკაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მთავარი მოვლენა, რასაც ოსები ელოდებიან – რუსეთთან გაერთიანებაა.

„დიდი იმედები მყარდება რუსეთის ფედერაციაზე, რადგან ჩვენ ვართ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაყოფილი ხალხი. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთ პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეში. ჩვენ, რუსეთის ფედერაციის ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ველოდებით ნაბიჯებს, რომ შევიდეთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც ერთიანი სახელმწიფო, რადგან სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი ერთიანი ხალხია და ერთმანეთის გარეშე არსებობას ვერ წარმოვიდგენთ “, – განაცხადა მან.

ტადტაევმა აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ყოველთვის პრორუსული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები