რობერტა მეცოლა: 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა, კრემლს არ სურდა, ქართველებს საკუთარი მომავალი გადაეწყვიტათ
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე.
15 years ago, Russia invaded Georgia – a vicious tactic of aggression and occupation.
The Kremlin did not want to let Georgians decide on their own future. @Europarl_EN will continue to support territorial integrity, sovereignty & European aspirations of the people of Georgia.
— Roberta Metsola (@EP_President) August 7, 2023