აბდულა არიპოვმა, საქართველოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ღრმა მწუხარება გამოთქვა
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ღრმა მწუხარება გამოთქვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა გამო. უზბეკეთის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებით გისამძიმრებთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ახლობლებს, აგრეთვე, ყველა დაშავებულს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნა აბდულ არიპოვმა.