ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ თვეში ნაწლავური ინფექციის 2 249 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ სოხუმში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნაწლავური ინფექციის 1426 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 1119 ბავშვია.

ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარმა, ალა ბელიაევამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამ რიცხვში შედიან პაციენტები სხვა რეგიონებიდანაც, ვინაიდან სოხუმის ინფექციური საავადმყოფო რესპუბლიკურის სახით მუშაობს.

ბელიაევას თქმით, ინფიცირების მეორე ადგილზეა გაგრა, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 823 ადამიანს შეადგენს, აქედან 669 ბავშვია.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ძირითადად ამბულატორიული მკურნალობისთვის მიმართავენ, დაბალია ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა.

„1-ელი ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით ჰოსპიტალიზებულია 101 ადამიანი. ეს არის, მომართვიანობის დაახლოებით 10%. უმეტეს შემთხვევაში, შემთხვევები არ არის მძიმე. ყველაზე ხშირად პაციენტებს როტავირუსი უდგინდებათ, მეორე ადგილზეა ნოროვირუსი და ასტროვირუსი“, – ამბობს ალა ბელიაევა.

ბელიაევამ თქვა, რომ 1-ელ აგვისტოს ზღვის წყლის ნიმუში აიღეს, სადაც ვირუსები არ აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები