“ცხედარი, სავარაუდოდ, ზღვამ წაიღო” – ოკუპირებულ გალში ნათია ბახტაძის ცხედრის ძებნა გრძელდება

ოკუპირებულ გალში მოკლული 28 წლის ნათია ბახტაძის ცხედრის ძებნა გრძელდება.

როგორც რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ მედიას განუცხადა, ენგურჰესის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით მცირე გენერაცია შეჩერდა, “რამაც შესაძლებელი გახადა არხის გადაკეტვა და ყველა სამძებრო სამუშაოების განხორციელება“.

ფილიას თქმით, ძებნა არხის ორივე ნაპირზე ჩატარდა, მაგრამ ცხედარი ვერ იპოვეს.

მისი თქმით, ცხედარი, სავარაუდოდ, ზღვამ წაიღო და ძებნა გაგრძელდება.

რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარებული ნათია ბახტაძის მკვლელობა ოჩამჩირის მკვიდრმა, 25 წლის აინარ წვიჟბამ ახალგაზრდა აღიარა.

მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან ახალგაზრდა ქალი Lexus GX 470-ის სალონში ჯერ გაგუდა და შემდგომ მდინარე ენგურჰესის წყალსაცავში გადააგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები