სოფიკო ჭიაურელის კადრები „ევრონიუსის“ სიუჟეტსა და ირანული როკჯგუფის კლიპში მოხვდა (ვიდეო)
კადრები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით „ევრონიუსის“ სიუჟეტში „Kiosk make headline news for Iranian rock“ აჩვენეს. „ევრონიუსის“ ეს გადაცემა ირანულ როკჯგუფ „Kiosk“-ს და მათ შემოქმედებას მიეძღვნა. როკჯგუფი „Kiosk“-ი ირან 90-იან წლებში შეიქმნა, თავიანთი საქმიანობის გამო იძულებულნი გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ და 2006 წლიდან კანადაში მოღვაწეობენ.
ჯგუფის შემოქმედებაზე საუბრისას „ევრონიუსმა“ თავისი სიუჟეტი „Kiosk“-ის ყველაზე პოპულარული კლიპის “YAROM BIA”-ს კადრებით დაასრულა. აღმოჩნდა, რომ ირანული როკჯგუფის ყველაზე პოპულარული კლიპის “YAROM BIA”-ს კადრები თითქმის მთლიანად სოფიკო ჭიაურელის შესრულებისგან შედგება, რომელიც ქართველმა მსახიობმა სერგო ფარაჯანოვის ფილმში „ბროწეულის ფერი“ განასახიერა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=zuguMkGU9aE” width=”560″ height=”315″]
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RAMjPXa71cs” width=”560″ height=”315″]