“წმინდა ვლადიმერ პუტინის“ და სხვა სახელმწიფო ლიდერების ხატები რუსეთში
ვლადიმერ პუტინის გავლენის გაძლიერებასთან ერთად რუსეთში სულ უფრო მეტად ფეხს იკიდებს მისი კულტის ჩამოყალიბება. რუსეთის პრეზიდენტის განსადიდებლად იქმნება სულ უფრო მეტი ფსევდო-მართლმადიდებლური ხატი, რომელთა შემქნელების აზრით ვლადიმერ პუტინი ქრისტიანი წმინდანია და მას თაყვანი უნდა სცენ. პუტინზე მლოცველთა სორის გამოირჩევიან ნიჟეგოროდის ოლქის მაცხოვრებლები, სადაც ვლადიმერ პუტინის სახელობის საკმაოდ მრავალ მრევლიანი ეკლესიაც კი არსებობს. ეკლესიის წინამძღვრის „დედაო ფოტინას“ აზრით ვლადიმერ პუტინი არც მეტი არც ნაკლები პავლე მოციქულია, რომელიც მკვდრეთით ვლადიმერ პუტინის სახით აღსდგა. კიდევ უფრო შორს წავიდა ერთ-ერთი „ხატმწერი“, რომელმაც გოლგოთისაკენ მიმავალი მაცხოვრის სახედ ვლადიმერ პუტინი გამოიყენა.
საინტერესოა, რომ პუტინის წმინდანობის იდეა არა მარტო ხანდაზმულებში, ახალგაზრდებშიც კი გავრცელდა. რუსულ ინტერნეტ რესურსებში მრავლად ნახავთ ფოტოებს, სადაც რუსი ახალგაზრდები „პუტინის ხატს“ ეთაყვანებიან და ლოცულობენ. სახელმწიფო ლიდერების გაკერპება რუსეთისა თუ პოსტ-საბჭოთა სხვა სახელმწიფოებისათვის უცხო არ არის. ამ მხრივ ვლადიმერ პუტინს კონკურენციაში ტოლს არ უდებს საბჭოთა კავშირის პირველი გენერალური მდივანი იოსებ სტალინი. მას ხან უდიდეს წმინდანად გამოსახავენ , ხან კიდევ ქრისტიანული კანონიკით იესო ქრისტეს გამოსახვის ანალოგიურად ხატავენ.
მათ გარდა ასევე გავრცელებულია მიხეილ გორბაჩოვის , ვიქტორ იანუკოვიჩის და სხვა ლიდერების ხატები. თუმცა ყველაზე უცნაური დაუჯერებელი ისაა, რომ რუსეთში „წმინდანად“ ვლადიმერ ლენინი და ადოლფ ჰიტლერიც კი „შერაცხეს“, რომელთა ხატების ხილვაც ამ ფოტოკოლაჟში შეგიძლიათ.