რა არის ეგრეგორი (პირველი ნაწილი)

ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც დავიწყებულია სულიერ სამყაროსთან კავშირი და გონება მაქსიმალურად ჩაფლულია მატერიალურ ყოველდღიურობაში. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ხედვასთან ერთად დავივიწყეთ ის ცოდნა, რაც გვაკავშირებდა იმ სამყაროსთან, რომელიც ფიზიკურ დონეზე არ აღიქმება. ჩვენ გარშემო, გარდა იმ მატერიალური სამყაროსი, რომელსაც ვხედავთ, გვესმის და ვეხებით, არსებობს სხვაც, რომელიც ჩვენი აღქმის ორგანოების იმ დიაპაზონისთვის, რომელზეც ამ ეტაპზე მუშაობენ, მიუღწეველია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აღქმისთვის დავიწყებულია, ეს სამყარო მატერიალურთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და მათ შორის ხდება ურთიერთკავშირი სხვადასხვა მექანიზმით. ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენს ყოფიერებაზე სხვადასხვაგვარად აისახება. ერთ-ერთი ამ მექანიზმთაგანი, რომელიც მატერიალურსა და არამატერიალურს აკავშირებს და ახდენს ურთიერთქმედებას, არის ეგრეგორი. აზრი, ისევე როგორც სხვა იმპულსები, ელექტრო-ქიმიურ ურთიერთქმედებათა შედეგია. როდესაც იკვეთებიან აზრები მსგავსი იდეით და ხარისხით, ისინი ქმნიან აზრთა ერთობლიობას (ეგრეგორს). მოკლედ რომ ვთქვათ, ეგრეგორი არის ენერგო ინფორმაციული სუბსტანცია, რომელიც იქმნება საერთო იდეის ან მიმართულების მქონე ადამიანების გადაკვეთის დროს. ანუ, როდესაც იკრიბება ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, გარკვეული საქმიანობის გარშემო, ფიზიკური საქმიანი ერთობის გარდა, ასევე იქმნება არაფიზიკური სუბსტანცია, რომელიც იკვებება ამ ადამიანთა აზრობრივი ქმედებებით და მათ შორის ურთიერთკავშირი მყარდება.
როგორც მატერიალურ სივრცეში ვიკრიბებით გარკვეული იდეის გარშემო და ვქმნით გარკვეული სახის მექანიზმებს ამ იდეის განსახორციელებლად, ასევე არამატერიალურ, ჩვენთვის უხილავ სივრცეში წარმოიქმნება კოლექტიური სუბსტანცია. მაგრამ მატერიალურისგან განსხვავებით, საკითხი აქ ცოტა სხვაგვარად წარიმართება. როცა იქმნება ეგრეგორი, ის იძენს ავტონომიურ ხასიათს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარკვეული სახის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ურთიერთმოქმედებაში მოდის მასში შემავალ აზრობრივი ენერგიის წყარობთან (ადამიანებთან) და შეუძლია მათ ემოციებთან და გრძნობებთან ასტრალურ და მენტალურ დონეზე ლოგიკური ქმედებების განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები