“საქართველო ავღანური ჰეროინის ტრასად იყო ქცეული”

  პარლამენტის წევრი, “მწვანეთა პარტიის” ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ბევრად უფრო მძიმე ბრალდება უნდა წაყენებოდა.
პარლამენტარი კონკრეტულ თემასაც იხსენებს, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირდება.
„ძალიან ბევრი საკითხი არსებობს, რომლებიც სახელმწიფო დანაშაულს უკავშირდება. ჩვენს 2009 წლის პრესკონფერენციას გაგახსენებთ, რომელიც ავღანურ ჰეროინს უკავშირდებოდა.
ის პრესკონფერენცია, ჩვენი სიცოცხლის რისკის ფასად ჩავატარეთ. მაშინ, ჩვენ, მასალები ღიად გამოვიტანეთ, სადაც ნაჩვენები იყო, რომ საქართველო ავღანური ჰეროინის ტრასად იყო ქცეული. ფოთის პორტიდან გადიოდა 7 ტონა ჰეროინი ევროპის მიმართულებით, საქართველოში კი რეალიზდებოდა 2 ტონა. ეს იყო საქართველოს, მთლიანად ევროკავშირის მიმართ ჩადენილი დანაშაული!”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენცაიზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები