გიგი უგულავა: მადლობას არავინ გეტყვით, პირიქით

  თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოდან მერიის უკვე ყოფილ თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობას არავინ გეტყვით, პირიქით, ახალი მერი სამწუხაროდ, ემზადება იმისთვის, რომ მერიის რიგითი თანამშრომლებიც სამსახურებიდან გამოყაროს, მე ვიცი, რომ თქვენ მადლობისთვის არ მუშაობდით, თქვენ მუშაობდით იმისთვის, რომ დედაქალაქი გიყვართ, დღესაც გიყვართ და ყოველთვის გეყვარებათ. ამიტომ, იმის გამო, რომ მადლობას არავინ გეუბნებათ, მე მინდა გითხრათ გულთბილი მადლობა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების დასაწყისში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის განხილვას ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები