ირაკლი ალასანია: დიპლომატებთან თავდაცვის სამინისტროს გეგმების განხორციელების მიზნით ვმუშაობთ

  საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთვის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ირაკლი ალასანიამ ამბასადორიალის დღევანდელი შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა, თავდაცვის სამინისტრო დიპლომატებთან, საგარეო პოლიტიკური უწყების მთავარ წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს იმის დასაგეგმად, თუ როგორ განხორციელდეს გეგმები.
“ეს არის უპრეცედენტოდ მასშტაბური ამბასადორიალი, რომელშიც თითქმის მთელი მთავრობა მონაწილეობს. ჩვენს დიპლომატებთან, საგარეო პოლიტიკური უწყების მთავარ წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ, თუ როგორ განვახორციელებთ ჩვენს გეგმებს. თავდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით და სწორედ ამაზე გვექნება საუბარი, როგორ გახდეს ჩვენი ძალისხმევა მეტად ეფექტური. რაც მთავარია, საგარეო და სამხედრო პოლიტიკური ძალისხმევა უნდა ეხმარებოდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას”, – განაცხადა ალასანიამ.
ამბასადორიალი სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” 4 აგვისტოს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები