დავით ნარმანია გამგებლებს წარადგენს

  თბილისის მერი დავით ნარმანია გამგეობების თანამშრომლებს საკრებულოს მიერ დამტკიცებულ გამგებლებს წარუდგენს. როგორც ცნობილია, გლდანის გამგებელი იქნება ბესიკ ქარცივაძე, ნაძალადევის – ზაზა გაბუნია, დიდუბის – ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის – ზურაბ ჩიკვილაძე, საბურთალოს – ბექა მიქაუტაძე, ვაკის – გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის – გელა არჩვაძე, კრწანისის – გიორგი კოპალეიშვილი, ისნის – ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის კი – მამუკა ჩოქური. გამგებლების წარდგენას დაესწრებიან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები. გამგებლები თბილისის საკრებულომ გუშინ დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები