პრეზიდენტი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

   საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტიც ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა დიდ ბრიტანეთში სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და ყურადღება საქართველოს ნატოში გაწევრების პროცესზე გაამახვილეს. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ სამიტზე სათანადოდ აისახება ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მიაღწია. საუბარი შეეხო რეგიონალურ საკითხებს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის.
შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატით გაიმართა და ქართული მხრიდან მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები