გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც კახა იმნაძემ ჟურნალისტებს ამბასადორიალზე განუცხადა, პრემიერის გამოსვლა 26 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული. მისივე თქმით, ზუსტად ყველა ღონისძიების ჩამონათვალი და ორმხრივი შეხვედრები ჯერ დაზუსტებული არ არის.
“პარალელურად იგეგმება სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. პრემიერის მეუღლეც მიიღებს მონაწილეობას შესაბამის ღონისძიებაში, რომელიც ეხება ქალთა წინააღმდეგ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას”, – განაცხადა კახა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები