ალეკო ელისაშვილი: გაუგებარია, რა ნიშნით შეირჩა ნაძალადევის გამგებლობის კანდიდატად ზაზა გაბუნია

  საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილისთვის ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატად ზაზა გაბუნიას შერჩევა გაუგებარია.
როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას.
მისი თქმით, ის კანდიდატების ნაწილს მხარს უჭერს, ნაწილს – არა.
“ჩემთვის გაუგებარია, რა ნიშნით შეირჩა ზაზა გაბუნია ისეთი რაიონის გამგებლად, რომელიც საკმაოდ რთულია და ასეთ რაიონს გამოცდილი კადრი სჭირდებოდა. ასევე, გაუგებარია ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა, რადგან კულტურის სამინისტრო ერთ-ერთი ჩამორჩენილ სამინისტროდ ითვლებოდა და ჩამორჩენილი სამინისტროს თანამშრომელი როგორ შეძლებს ამ თანამდებობაზე მუშაობას, არ ვიცი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილისა და საკრებულოს უმცირესობისგან განსხვავებით, ერთსულოვანია საკრებულოს უმრავლესობა.
მათი განცხადებით, ისინი ნდობას უცხადებენ როგორც დავით ნარმანიას, ისე იმ კანდიდატებს, რომლებიც ნარმანიამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულომ დღეს, ცალ-ცალკე უნდა უყაროს ყველა კანდიდატს კენჭი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები