გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალებისა და გოგონებისათვის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის შესახებ თემატური მოკვლევა დაიწყო

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალებისა და გოგონებისათვის ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის შესახებ თემატური მოკვლევა დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საბჭომ თემატური მოკვლევის ჯგუფი დანიშნა, რომელმაც მთავარ მომხსენებლად ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ხათუნა კვიციანი აირჩია.

მათივე ცნობით, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები, ასევე, არიან: ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, რიმა ბერაძე, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი.

ხათუნა კვიციანის განცხადებით, სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიშის – „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება“ თანახმად, გამოიკვეთა რიგი ინფრასტრუქტურული გამოწვევები და პრობლემები ქალებისთვის და ზოგადად, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„ქალები, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაციაზე, სოფლის შიდა სავალი გზების შეკეთებაზე, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შეკრების სივრცის მოწესრიგებაზე, წყლის ხარისხსა და მიწოდების საკითხზე, კანალიზაციასა და სარწყავ არხებზე, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების აღრიცხვასა და ზრუნვაზე, ასევე, ელექტროენერგიასა და გაზიფიცირებაზე. შესაბამისად, ჩვენი თემატური მოკვლევაც ამ მიმართულებებით იმუშავებს“, – აღნიშნა თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები