უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც მიანიჭონ.

აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირის სამიტისთვის მოსამზადებელი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობდა.

„ორბანმა და რამდენიმე სხვა სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის იგივე სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია ორბანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები