საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფს საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების ნებართვა მისცა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა და საინიციატივო ჯგუფს საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების ნებართვა მისცა.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის აპარატმა, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დეტალურად შეისწავლა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 29 ათას 167 ხელმოწერის ნამდვილობა. ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობად აღიარებულ იქნა 26 403 ხელმოწერა.

„რამდენადაც ნამდვილად ცნობილი 26 400-ზე მეტი ხელმოწერა აღემატება საჭირო 25 000-ს, ეს იძლევა კანონით მინიჭებული საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას. ამასთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა გადაეცემა პარლამენტის ბიუროს და ბიურო განსაზღვრავს სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები