მდინარაძე – ხოშტარიაზე: როდესაც საქმე ეხება პოლიტიკოსს, რომელიც საზოგადოებას უმტკიცებს, რომ თითქოს მისთვის ყოველივე რუსული მიუღებელია, არ აქვს მორალური უფლება – რუსული ფინანსები საკუთარ კეთილდღეობას თუ პოლიტიკურ მიზნებს მოახმაროს

“როდესაც საქმე ეხება ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც წლებია, საზოგადოებას უმტკიცებს, რომ თითქოს მისთვის ყოველივე რუსული კატეგორიულად მიუღებელია, რომ ის არის პირველი ანტირუსი და ანტიოკუპანტი ამ ქვეყანაში, მას არ აქვს მორალური უფლება – რუსული ფინანსები საკუთარი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას თუ პოლიტიკურ მიზნებს მოახმაროს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ “დროას” ლიდერზე, ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მემკვიდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ, ბუნებრივია, გადმორიცხვების გასაჯაროება არანაირ პრობლემას წარმოადგენს.

“რუსეთიდან შემოსავალს საქართველოში მრავალი ადამიანი იღებს და სხვა პირის შემთხვევაში ამას ნამდვილად არ მოვითხოვდით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც წლებია საზოგადოებას უმტკიცებს, რომ თითქოს მისთვის ყოველივე რუსული კატეგორიულად მიუღებელია, რომ ის არის პირველი ანტირუსი და ანტიოკუპანტი ამ ქვეყანაში, მას არა აქვს მორალური უფლება რუსული ფინანსები საკუთარი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას თუ პოლიტიკურ მიზნებს მოახმაროს. თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემკვიდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ, ბუნებრივია, გადმორიცხვების გასაჯაროება არანაირ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდავო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე”,- განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები