მამუკა მდინარაძე: მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად დეპოლარიზაციაა მითითებული, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი ხალხს აქციებისკენ მოუწოდებს
მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად დეპოლარიზაციაა მითითებული, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი ხალხს აქციებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დეპოლარიზაცია არის ერთადერთი პუნქტი ევროკომისიის რეკომენდაციაში, რომელიც მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით გვხვდება.
„დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია კითხვაა, ვინ ან რა უქმნის საქართველოს ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში. მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად დეპოლარიზაციაა მითითებული, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი ხალხს აქციებისკენ მოუწოდებს. სხვათა შორის, დეპოლარიზაცია არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც არც უკრაინასა და არც მოლდოვას მიმართ რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.